2024 წელს “უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის” პროგრამის ბენეფიციართა ჩამონათვალი ფართოვდება. მომავალ წელს პროგრამით სარგებლება სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს და სხვა დასაქმებულ პირებს შეეძლებათ.

2024 წლისთვის დაგეგმილია ბენეფიციარების დამატება, ესენი იქნებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები და მასში მომუსავე პერსონალი. ასევე შეიჩვლება დაფინანსების მეთოდოლოგია, ყველა მოსარგებლეს, გარდა პედაგოგებისა, გაგრძელდება იმ ბენეფიციარების დაფინანსება, ვინც არის შშმ სტატუსის მქონე ან 300 ათასამდე ქულა აქვს. წყვილთაგან, ეს სტატუსი ერთ-ერთს უნდა ჰქონდეს და უფინანსდება 100 პროცენტით, მაქსიმალური ტანხა 10 ათასი ლარი. 


10 ათას ლარიანი ვაუჩერი გაიცემა, ნებისმიერ დაწესებულებაზე, რომელიც საქართველოშია მოქმედი და არის აღნიშნული სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი. მომსახურების დაფინანსება ხდება, შესრულებული სამუშაოს საფუძველზე. 


გარდა ამისა, ხდება განმეორებითი დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ კი პირველადი ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში, არ დადგა ორსულობა, განმეორებით ხდება 3 ათასი ლარით დაფინანსება“,-აცხადებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე.
პროგრამის ბენეფიციარები ბოლო ერთი წლის განმავლობაში უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი აჭარაში და ასევე, უნდა იყვნენ ოფიციალურ ქორწინებაში მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში.


პროგრამა 2022 წლის ივლისში ამოქმედაა, ამ ხნის განმავლობაში შეიცვლა და გაიზარდა დაფინანსების წესი, გაფართოვდა ბენეფიციართა წრე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაიბადა 10 ბავშვი, ამჟამად შვილს ელოდება 14 წყვილი. 2024 წლისთვის პროგრამის ბიუჯეტი 700 000 ლარი იქნება