ამ ეტაპისთვის მზადდება მოედანი და ხორციელდება შემოტანილი ბალასტის მოსწორება-მოშანდაკება.
პარალელურად კეთდება სამაყურებლო ტრიბუნები და ღობე მოედნის ირგვლივ. ასევე შენდება პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობა, სადაც განთავსდება საშხაპეები, გასახდელები, სამედიცინო კაბინეტი და ოთახები მწვრთნელებისთვის და მსაჯებისთვის, დახურული სავარჯიშო დარბაზი, მოსასვენებელი ოთახი და კაფე სპორტსმენებისთვის.
მალე დაიწყება სადრენაჟე სისტემის მოწყობა, რის შემდეგაც დაიგება ხელოვნური საფარი, მოეწყობა სპორტული განათება. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საპარკინგე ზონა, როგორც მსუბუქი მანქანებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის.
ჩაქვის სარაგბო ბაზა გათვლილია 300 მაყურებელზე და სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს.
5 390 651 ღირებულების ჩაქვის სარაგბომოედნის მშენებელობა, რომელსაც „შპსგლობალ სტანდარტმშენი“ ახორციელებს, მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.