განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა – “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის აჭარაში მცხოვრები 452 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება რომლის მიზანს წაემოადგენს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება.