დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძემ, სასულიერო პირებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს და მემორიალური დაფები გვირგვინითა და ყყვავილებით
შეამკეს.

1989 წლის 19 აპრილს,  სოფელ წაბლანაში,  მეწყერი ჩამოწვა. სოლგომანის მთის ჩამოშლას 23 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2020 წელს, დაღუპულთა პატივსაცემად, სტიქიის ადგილას მოეწყო სკვერი და განთავსდა მემორიალური დაფები