საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 31 აგვისტოს 23:00 სთ-დან 1 სექტემბრის 06:00 სთ-მდე ბათუმი(ანგისა)- ახალციხის გზის 88-ე კმ-ზე, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე,  მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 31 აგვისტოს 23:00 სთ-დან 1 სექტემბრის 06:00 სთ-მდე,  საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.