28 სექტემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა“ გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მრავალი ტრადიციულ-კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი:
-საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და შემოსასვლელში 12:00 საათიდან დაიწყება, სადაც წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის თითოეული კუთხის (ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი) ეთნოგრაფიული სახლი, მათი ყოფითი კულტურა, ხალხური რეწვის ნიმუშები და ტრადიციული სამზარეულო; -ქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივებისათვის დაგეგმილია ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, რესტორნებისა და ლუდის კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია; – ბავშვებისათვის მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი კუთხე; – ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში გაიმართება საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ავთანდილ მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა; -ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ქალაქის ისტორიის ამსახველი კადრებისა და ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენები;. – ქალაქის ცენტრში მოეწყობა ქართული სამოსის დეფილე და თეატრალიზებული წარმოდგენა „ილიას დუშეთი“; – რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, შეჯიბრებები გაიმართება ქართულ ჭიდაობაში, მინი-ფეხბურთში, მშვილდოსნობასა და ჭადრაკში, ხოლო მოწვეული ოსტატები ქართულ საბრძოლო ხელოვნებას წარმოადგენენ. – აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, ცენტრალურ მოედანზე 14:00 საათიდან გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და დუშეთში სტუმრად მყოფი ლატვიური ანსამბლი “იუმისის“ მონაწილეობით. – დუშეთის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს ოფიციალურ დელეგაციებს ლიეტუვის და ლატვიის დამეგობრებული მუნიციპალიტეტებიდან; – დღესასწაული საღამოს საზეიმოდ დაიხურება გალა კონცერტით, რომელიც დასრულდება ფოიერვერკით.