28 ივლისს, სვანეთში რელიგიურ - ტრადიციული დღესასწაული კვირიკობა (ლაგურკა) აღინიშნება. 

კვირიკობა — სახალხო-რელიგიური დღესასწაული საქართველოში სვანეთის, ქართლის, იმერეთისა და კახეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში. გამორჩეულად აღინიშნება მესტიის მუნიციპალიტეტში სადაც დღესასწაულს ლაგურკასაც უწოდებენ.

უხსოვარი დროიდან სვანეთში, სოფელ კალაში (მესტიის მუნიციპალიტეტი) 28 ივლისს წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. წმინდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ.

წმინდა მოწამე ივლიტე და მისი 3 წლის შვილი, წმინდა მოწამე კვირიკე

ლაღამის (სვანეთი) ფერისცვალების ტაძრის ჩრდილოეთის კედლის მხატვრობა, მე-13 საუკუნე

ივლიტე და მისი 3 წლის შვილი დაახლოებით 305 წელს სიკვილით დასაჯეს ქრისტეს ერთგულებისთვის

ქალაქ ტარსოსში, მმართველ ალექსანდრეს ბრძანებით, რომელიც თავის მხრივ ქრისტიანთა დასასჯელად რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებას ასრულებდა.

ქრისტიანული სწავლებით, წმინდა მოწამე ივლიტე და მისი 3 წლის შვილი, წმინდა მოწამე კვირიკე
დაახლოებით 305 წელს სიკვილით დასაჯეს ქრისტეს ერთგულებისთვის
ქალაქ ტარსოსში, მმართველ ალექსანდრეს ბრძანებით, რომელიც თავის მხრივ ქრისტიანთა დასასჯელად რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებას ასრულებდა.

28 ივლისს დედა-შვილ ივლიტას და კვირიკეს ხსენების დღეა.
გილოცავთ!