იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილე ბესიკ გოფოძესთან, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერ დავით ერემეიშვილთან, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში აგვისტოს ომის გმირთა მემორიალთან მივიდა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მემორიალთან იმყოფებოდნენ ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტები.
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.








