ზვიად ძიძიგური: 30 წელია პოლიტიკაში ვარ და ხელისუფლების შემადგენლობის უმრავლესობა, საიდან მოვიდა არ ვიცი

1662304435
ის შემადგენლობა , რომლითაც არის წარმოდგენილი ხელისუფლება, თითო ოროლა ადამიანის გარდა, ჩემთვის არის სრულიად უცნობი _ ამის შესახებ "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ის შემადგენლობა , რომლითაც არის წარმოდგენილი ხელისუფლება, თითო ოროლა ადამიანის გარდა, ჩემთვის არის სრულიად უცნობი. ახალი სახეებია და ძირითადად ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საიდან მოვიდნენ არ ვიცი. პოლიტიკურ სივრცეში დიდი ხანია ვიმყოფები და და პოლიტიკურ სივრცეში მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ მინახავს ბოლო 30 წელია. ესენი არიან სხვა მისიით, სხვა დავალებით, უბრალოდ მათ ბრმად და ცალსახად უნდა დაუჭირონ მხარი იმას, რასაც ეტყვიან ზემოდან. შეიძლება მათ დიდ ნაწილს ბიძინა ივანიშვილი თვალითაც არ ჰყავდეთ ნანახი საერთოდ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ისინი მიჰყვებიან იმას, რასაც უბრძანებენ ზემოდან და დღეს მმართველობა არის ცალსახად ვერტიკალური, თან ჩრდილოვანი მმართველობა, პირდაპირ ივანიშვილის ხელი ჩანს ამ მმართველობაში" _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.