„ნამუსახდილი“ პოლიტიკოსები უნდა გაირიყოს ქართული პოლიტიკიდან და ასეთი გარიყვის საუკეთესო საშუალება 2024 წლის არჩევნებია“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, რომლის თქმით, „რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით ვხედავთ, არის რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე - ეს არის ამერიკისა და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები“.

ქადაგიძის თქმით, ამიტომაცაა, რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას დიდი მხარდაჭერა აქვს ქართულ საზოგადოებაში, რადგან შინ თუ გარეთ პოლიტიკური რეალიზმითა და საზოგადოებრივი ინტერესებით ოპერირებენ.

„შაპიტოს ცირკმა“, „ლელოდ“ წოდებულმა, პლუშის თოჯინა გამოდგა არენაზე და ამანაც სიბრძნეების ფრქვევა დაიწყო… მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკური კატაკლიზმების კვალდაკვალ, მსოფლიოს ახალი გადანაწილება მიმდინარეობს და სულ უფრო მეტად აქტიურდება მოთხოვნა მრავალპოლუსიან პოლიტიკურ მსოფლიოზე, ჩვენი „ნამუსახდილი“ რადიკალები კვლავ თავისას ერეკებიან - არანაირი პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, სახელმწიფო ინტერესები, მხოლოდ - ლიბერალური „მეინსტრიმ“ კონიუნქტურა და სხვა ქვეყნ(ებ)ის ინტერესებს მორგებული საქართველო… ამიტომაცაა, რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას დიდი მხარდაჭერა აქვს ქართულ საზოგადოებაში, რადგან შინ თუ გარეთ პოლიტიკური რეალიზმითა და საზოგადოებრივი ინტერესებით ოპერირებენ. აქედან გამომდინარე, „ნამუსახდილი“ პოლიტიკოსები უნდა გაირიყოს ქართული პოლიტიკიდან და ასეთი გარიყვის საუკეთესო საშუალება 2024 წლის არჩევნებია“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.