ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები ყოველ მეორე გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ ბოლოში მიამატოთ ხოლმე „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, რომ სიტყვის მასალად მიყენებთ და ამით ცდილობთ, გააკეთილშობილოთ საკუთარი საქციელი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წერილშია ნათქვამი.
„ერთი თქვენ იბრძვით მაგისთვის და მეორე ქოცები ევროინტეგრაციისთვის. ჩემით ნუ მოიხოცავთ, მოკლედ. 17.09. 1921 წლის თებერვალია. მოხუცი ვარლამ ჩერქეზიშვილი კარაბინით ხელში მიდის კოჯრისკენ.
ამ დროს თბილისში პოლიტიკური პარტიები: „შუხუთი – კაჟივით საქართველო“ და „მახარაძე საქართველოსთვის“ მართავენ საგანგებო ბრიფინგს: „ჩვენ შევქმნით 10 მლრდ ბონიან სპეციალურ ფონდს“, – ნათქვამია ჯაფარიძის წერილში.








