გადავთვალე და 100 ათასი კაცის შეგროვება უნდათ, სავარაუდოდ, ახლა მთავარია, მეტეხის ხიდისკენ არ წავიდნენ, ცუდად გვაქვს დაცდილი – ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მარტვილის მაგალითზე გადავთვალე პროპორციულად სხვა მუნიციპალიტეტები, რამდენის შეგროვებას ცდილობენ. 97,000 გამოვიდა. ანუ, 100 კ-ს შეკრება უნდათ, სავარაუდოდ.
ახლა მთავარია, მეტეხის ხიდისკენ არ წავიდნენ, ცუდად გვაქვს დაცდილი“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე.