იმ სივრცეში, სადაც პატიმარი [მიხეილ სააკაშვილი] იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს. არ დგას არანაირი რკინის ავეჯი და მითუმეტეს მაგიდა, - ასე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მან გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა.

„საშუალო მედპერსონალისა და მისი გადმოცემით, წონასწორობა დაკარგა, გონების კარგვას, როგორც საშუალო პერსონალი ამბობს და მგონი, თვითონაც არ აცხადებს ამის შესახებ, გონების კარგვა არ ყოფილა. კლინიკური მიმდინარეობა უცვლელია. აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა. ეს სიმპტომები აქვს. არაფერი არ შეცვლილა კვების რაციონთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთგზის საუბრისა და გაფრთხილებისა, არაფერი არ იცვლება, მაინც მოაქვთ იგივე კალორაჟის საკვები“, - განუცხადა „ქრონიკას“ ზურაბ ჩხაიძემ.