„ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ზუსტად იმიტომ რომ ძალიან კონკრეტული და ზუსტი ხედვა გვაქვს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

„ეს არჩევნები არის ცვლილების არჩევნები. უკლებლივ ყველა გამოკითხვა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი, ოპოზიციის მხრიდან სათანადო კოორდინაციის და ერთიანობის შემთხვევაში, შესაძლებელია ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება და ჩვენ ამას ვაპირებთ კიდევაც. „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კონკრეტული და ზუსტი ხედვა გვაქვს, რა უნდა შეიცვალოს, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, რომ მათ დასაქმება ჰქონდეთ, მაღალი ანაზღაურება ჰქონდეთ და მაღაზიაში შესვლის არ ეშინოდეთ, გაზრდილი ფასების გამო",- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.