საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში რამდენიმე ასეული აქტორი და ევროკავშირის სხვადასხვა უწყებათა მთელი კოჰორტაა ჩართული, მათთვის არასასურველი ხელისუფლების ცვლილების ხელწერა კი რამდენიმე შრედ იყოფა და ყველა ეტაპს თავისი მახასიათებელი ნიშანი აქვს, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა
შათირიშვილის წერილში ვკითხულობთ.
"ქვეყნის სუვერენიტეტის ჩამოშლას და აგენტურის მმართველობაში დასმას კი გარედან და შიგნიდან კონკრეტული აქტორები და ევროპული სტრუქტურები სინქრონულად ცდილობენ. „დიფ სთეითის“ მოქმედების უმთავრესი ნიშან-თვისება გახლავთ ის, რომ არასასურველი ხელისუფლების სხვადასხვა გზით ცვლილებას, ისინი ხალხის ხელით
ახორციელებენ.
საქართველოს მაგალითზე მოდელი ყველაზე უკეთესად ჩანს - წლებია, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია, წამყვანი სტრუქტურები და მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები უსამართლოდ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო ხალხს უკიჟინებენ, რომ ქვეყანა ევროპულ გზას შორდება. ამ პროცესში, ცრუ პროპაგანდის მაქსიმალურად გავრცელებისთვის არაფორმალური ოლიგარქები მათ მიერ კონტროლირებად მეინსტრიმ მედიას აქტიურად იყენებენ.
მათი გადმოსახედიდან ეს მეთოდი, წესით, წარმატებული უნდა ყოფილიყო, რამეთუ ქართულ საზოგადოებაში ევროპული ღირებულებების მიმართ მხარდაჭერა ძალიან მაღალია, მაგრამ მთავარი შეცდომა „დიფ სთეითმა“ სწორედ აქ დაუშვა - ჩვენი მოსახლეობა ევროკავშირს, პირველ რიგში, ევროპული ღირებულებების გამო ესწრაფვოდა, დღევანდელი ბიუროკრატია კი სრულად დაცლილია ამ ღირებულებებისგან, ხოლო ევროკავშირში მიმდინარე ნეგატიური პროცესები, უკონტროლო მიგრაცია, ლგბტ პროპაგანდა, სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, შერჩევითი სამართალის დაკანონება და ანტიეკლესიური გადაწყვეტილებები, ქართველ ხალხს იმდენად აშფოთებს, რომ ერთ დროს ევროკავშირის მოწონების 80%-იანი რეიტინგი დღეს ისტორიულ მინიმუმზეა დასული.
ანუ გამოდის, საზოგადოების მოტყუებამ და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების მეთოდმა არ გაამართლა, რადგან თავად ღრმა პრობლემებში ყელამდე ჩაფლული ევროკავშირი დღეს დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლიანი საქართველოს მოქალაქისთვის „სახის წინ ჩამოკიდებული სტაფილოს“ როლს ვეღარ
ასრულებს.“ - წერს ზაზა შათირიშვილი.