რამდენიმე დღის წინ ქობულეთის მერს ლევან ზოიძეს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა თხოვნით მიმართა, პეტრას ციხის მიმდებარე ისტორიული ტერიტორიისთვის გადაერქვათ სტალინის სახელი და დაებრუნებინათ ისტორიული პეტრას უბნის სახელწოდება. 

ქობულეთის მერმა ამასთან დაკავშირებით საკრებულოს მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ტვ"სეზონმა" მოამზადა სიუჟეტი, სადაც გადაცემის წამყვანი გმობდა მერის მიერ მოსახლეობის მოთხოვნაზე რეაგირებას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ლევან ზოიძე. 

"აიპრესმა" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მე-10 მოწვევის პარლამენტის ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზააალ მიქელაძე კომენტარის გაკეთება თხოვა:

"მე, როგორც ქობულეთის მკვიდრმა და მაჟორიტარმა საქართველოს პარლამენტში მინდა გამოვხატო შეშფოთება  ინტერნეტეთერში გასული გადაცემის გამო , რომელიც ეხება ქობულეთის მერს.
 ვრჩები ერთგული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, განსაკუთრებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევის წინააღმდეგი ვარ.


 ქობულეთის მერი ლევან ზოიძე როგორი მენეჯერი/მმართველი თუ პიროვნულ/ადამიანური მახასიათებლებით გამოირჩევა შეუძლია ნახოს ბატონ ნიკოლოზს ქობულეთელების პასუხში/ გამოხმაურებებში ამ გადაცემის ნახვის შემდეგ.
 და ყველაზე მთავარი რაც გამოარჩევს ლევანს, ის არის ხალხის ნების გამომხატველი(ის არავის დაუნიშნია! ის პირველივე ტურში ხმების აბსოლუტური უმრავლესობით ხალხის რჩეულია) და შესაბამისად კონკრეტული ქუჩის/უბნის(პეტრას ციხის!) მოსახლეობის თხოვნა/პეტიციის საფუძველზე მიმართავს საკრებულოს და ქობულეთის მოსახლეობა განსაზღვრავს რა ურჩევნია( ესაა დემოკრატიული სტანდარტი!!! ) 
 ვგმობ ყველანაირ ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, ზღვარგადასულ, დამაკნინებელ გადაცემა/სიუჟეტებს! ნუ დააბინძურებთ საინფორმაციო ველს" - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.