"როგორც საჯარო სივრცეში, ისე კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სანამდეც შეუძლია", - ამის შესახებ პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
"როგორც საჯარო სივრცეში, ისე კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სანამდეც შეუძლია. ამისათვის კი ახალი და უფრო ეფექტური (მაგ. Taurus რაკეტები) შეიარაღების და სხვა დახმარების მიწოდებას პირდება.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება კი ბლოკს, სხვადასხვა მონაცემებით 2,5 ტრილიონი ევრო დაუჯდება" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.