"გუშინ "ლელოს" და ხაზარაძე-ჯაფარიძეს დიდი პროვოკაცია მოუწყვეს. თან ვისი ხელით, მათივე პარტიის გენერალური მდივნის ვინმე კუპრაძის, მაშინვე რომ გამოვარდა და პარტიის ლიდერებთან შეუთანხმებლად განაცხადა პრეზიდენტ ყაველაშვილისგან ისინი შეწყალებას არ მიიღებენო."- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
'გუშინ "ლელოს" და ხაზარაძე-ჯაფარიძეს დიდი პროვოკაცია მოუწყვეს. თან ვისი ხელით, მათივე პარტიის გენერალური მდივნის ვინმე კუპრაძის, მაშინვე რომ გამოვარდა და პარტიის ლიდერებთან შეუთანხმებლად განაცხადა პრეზიდენტ ყაველაშვილისგან ისინი შეწყალებას არ მიიღებენო. ანუ მათთან შეუთანხმებლად და ეჭვი მაქვს გარე ზემოქმედებით, პარტიის ლიდერებს გზა მოუჭრა ციხიდან გათავისუფლების.
როდესაც პარტიაში ასეთი რამეები ხდება, ეს ნიშნავს რომ შიდაპარტიული დისციპლინაც მორღვეულია, იერარარქიაც, ურთიერთპატივისცემა და რაც მთავარია პარტიის ლიდერთა დაკნინება. წარმოიდგინეთ რა დონეზეა დავარდნილი ხაზარაძე-ჯაფარიძის ავტორიტეტი პარტიაში, რომ მათ მაგივრად და მათ დაუკითხვად ვიღაც ცხვირმოუხოცელი ახალგაზრდა საუბრობს. წესით, კუპრაძე ან უნდა გაუშვან ან თანამდებობიდან მოხსნან, ნორმალურ, ევროპულ პარტიებში ასე ხდება
გუშინვე ვთქვი, "რეზონანსთან," რომ "ლელოს" და მისი ლიდერების მიმართ ზეწოლის მთელი ბუკეტი ამუშავდებოდა და დაიწყო კიდეც..."- წერს ზაალ ანჯაფარიძემ.