"ფაქტიურად, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის სალომეს მთავარი კოზირი მიუნხენის კონფერენციაზე. ვნახოთ, რამდენად გაჭრის ეს „კოზირი“" - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
"რა კომბინაცია გაითამაშეს ევროპარლამენტმა და აქაურმა რადიკალურმა ოპოზიციამ?ევროპარლამენტის რეზოლუცია მიღებულ იქნა ზუსტად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის წინა დღეს, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იქ ჩადის, აღიარონ საქართველოს „ლეგიტიმურ“ პრეზიდენტად, რომ შემდეგ უკვე ამ რეზოლუციით შეიარაღებულს, მას იქ კონტაქტების მეტი და უკეთესი საშუალება ჰქონდეს.
ფაქტიურად, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის სალომეს მთავარი კოზირი მიუნხენის კონფერენციაზე. ვნახოთ, რამდენად გაჭრის ეს „კოზირი“" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
შეგაზსენებთ: 13 თებერვალს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. მიღებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს.