თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
"ჩემი და ჩემი თანაგუნდელების სახელით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იმ ტიპის კანონი, რომელმაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია პარლამენტში აღარ დაბრუნდება . ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმაც კარგად იციან, რომ ეს საკითხი დახურულია“-, აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ახალგაზრდებმა, რომლებმაც დაინახეს , რომ კანონი გაწვეულია, დაუბრუნდნენ აუდიტორიებს, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისგან, რომლებიც უკვე მომზადებულები იდგნენ აქციაზე, იმისთვის, რომ პარლამენტისთვის ალყა შემოერტყათ და არეულობა გამოეწვიათ. “ სწორედ ეს განასხვავებს „ქართულ ოცნებას“ წინამორბედი მმართველი პარტიისგან, რომლებიც განსხვავებული აზრის გამო სცემდნენ და ხოცავდნენ ადამიანებს.
“ახლა ვისაუბრებ იმაზე, თუ ვინ შეასრულა ამ ვითარებაში პრო-რუსული როლი. ჩვენმა ოპონენტებმა კარგად იციან, რას გამოიწვევს ქვეყანაში არეულობა, არასტაბილურობა და როგორ შეუშლის ეს ხელს ქვეყნის ევროპულ განვითარებას. 2012 წლამდე ქვეყანაში ისეთი რეჟიმი იყო, რომლისაც პუტინსაც კი შურდა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა , კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქართული ოცნების მმართველობის დროს მოგვცა. 2012 წლამდე არბევდნენ ტელევიზიებს, პირადი ინტერესების გამო უპირისპირდებოდნენ ბიზნესმენებს, ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ, რუსეთს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო,“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ის ოპოზიციონერები, რომლებიც ნაცმოძრაობამ თავის დროზე რუსეთის აგენტებად შერაცხა, ახლა პარტიულ სიაში ჰყავთ და პარტიის სახეს წარმოადგენენ.
„თქვენ არ გრცხვენიათ არაფრის. ვანო მერაბიშვილს მხოლოდ იმის რცხვენია, რომ საქართველოში არ არის ომი,“-აღნიშნა საკრებულოს წევრმა.