პირველი ამოცანა, რაც მიხეილ ყაველაშვილს ექნება, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციის ჩარჩოში დაბრუნება. ბოლო თვეებია, პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციის ჩარჩოდან გასულია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ყველაზე მთავარი ამოცანაა, რომ კონსტიტუციურად პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს ისე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნოს ის ავტორიტეტი, რომელიც უნდა ჰქონდეს და რომელიც კონსტიტუციამ მიანიჭა. სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ პირადი იმიჯი დააზიანა, არამედ დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტის იმიჯი, როდესაც პრეზიდენტის სიტყვას, განცხადებას, ქმედებას არანაირი რეაგირება არ მოჰყვება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. მიხეილ ყაველაშვილმა უნდა იყოს ყველას პრეზიდენტი“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

29 დეკემბერს ქვეყნის ისტორიაში პირველად არაპირდაპირი წესით არჩეული, მეექვსე პრეზიდენტის - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება.