საწყენია პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ბალტიის სახელმწიფოების მხრიდან ეს არ არის პირველი ჟესტი, რომელიც მიუღებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ. იგი ამგვარადა გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებას, რომლის ინფორმაციითაც, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
„როგორც ჩანს ისინი დაინტერესებული არიან, რომ ახალი ცხელი წერტილი გაჩნდეს მათგან ძალიან შორს, კავკასიაში და საქართველოში. არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დეპუტატებმა და პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ თავის დროზე არაერთხელ გააკეთეს ისეთი განცხადებები, რომლებიც იყო სრულიად უსამართლო ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ბევრი მათგანი პირადადაც იყო ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში და ესწრებოდნენ ოპოზიციის მიტინგებს.
საწყენია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისინი ამ შემთხვევაში არიან არა საქართველოს მეგობრები, არამედ რადიკალური ოპოზიციის მეგობრები“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.