აღნიშნული ცვლილებები ქვეყანას სჭირდება, თუ ეს კანონპროექტი საფრანგეთმა პირველი მოსმენით 171 ხმით მიიღო, ჩვენ რატომ არ უნდა მივიღოთ? რატომ არ უნდათ გამჭვირვალობა? ყოველდღე საუბრობენ, რომ თითქოს კორუფციაა, ვიღაც რაღაცას მალავს, დადგნენ და გამჭვირვალედ აჩვენონ, ესა თუ ის თანხა რას ხმარდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს კანონი არავინ წაიკითხა და მონათლეს, როგორც რუსული კანონი.
„ამერიკის ელჩს, დეგნანს არც წაუკითხავს ისე თქვა, რომ რუსული კანონიაო. მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. მოსახლეობა მხარს დაუჭერს იმას, რომ იცოდნენ, თანხები რას ხმარდება. ხმაურს და დაპირისპირებას არ ველოდებით. გოგა ხაინდრავასა და კაპიტან გიგაურს სასამართლო პროცესი ჰქონდათ. სადაც დადასტურდა, რომ მის ორგანიზაციას 18 მილიონი ჰქონდა და რაში დახარჯეს? თქვან, რაში ხარჯავენ? – ამ თანხებს ქვეყნის ის ძირისგამომთხრელ საქმიანობაში ხარჯავენ. ევროპულ ქვეყნებში დადიან და ამბობენ, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნის, ქვეყანაში დემოკრატია არ არის. ეს მაშინ, როცა სხვა რეიტინგები იდება ქვეყნის თაობაზე. დათმობაზე წავედით, მაგრამ მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.