ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აკრიტიკებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ფონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ეს განცხადება არის ხუმრობა, მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და უდავოდ არანაირი სარგებელი არ მოაქვს ქართველი ხალხისთვის. აქ ევროკავშირი ღალატობს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, საკუთარ სანდოობას. ჩვენ ვერ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ეს უნდა იყოს პირველი წინადადება!“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტის ყოფილი წევრი აკრიტიკებს განცხადების იმ ნაწილს, სადაც ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებაზე დაყრდნობით აღნიშნულია: „არჩევნების დღე ზოგადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე“.
Sorry @JosepBorrellF @eu_eeas This Statement is a joke, it has nothing to do with reality and is surely not helpful for the people of 🇬🇪
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺 (@ViolavonCramon) October 27, 2024
Here, 🇪🇺 betrays democracy, rule of law, it’s own credibility.
We cannot recognize those elections. This must have been the first sentence! https://t.co/MfhJIfmHcx pic.twitter.com/842wR0dotn