ნეიტრალიტეტი შესაძლოა დაგვეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებაში - ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, მოძრაობა "აი უცნობის" ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით -"მოვდივარ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ჩვენს თვალწინ რაღაც ახალი რეალობა დგება, მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება მაქვს მხედველობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველომ თავის ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ამ ახალ მსოფლიო წესრიგში. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რა არის ამ ახალ მსოფლიო წესრიგში რეალური უსაფრთხოების გარანტია, მშვიდობის შენარჩუნების გარანტია, რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანების არარეალისტური გეგმები და მიზნები თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა, რომელიც შესაძლოა, დაგვეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებაში, უსაფრთხოების განმტკიცებაში და ქვეყნის გაერთიანებაში არა ომით და ტანკებით, როგორც ამას ქვეყნის გარედან მოგვიწოდებენ, არამედ მშვიდობით, განვითარებით, წინსვლით და სიყვარულით იმ ძმების და დების, რომელთა მიმართებითაც ჩვენ წარსულში შეცდომები დაშვებული გვაქვს“, - განაცხადა შაქარიშვილმა.