"სულ უფრო ცხადი ხდება ისიც, რომ ისეთი ნატო, როგორიც ბევრის და მათ შორის ქართველების წარმოდგენაში არსებობდა როგორც უსაფრთხოების გარანტი, სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია, რომელსაც არამცთუ სხვისი, არამედ საკუთარი წევრების დახმარების უნარიც არ გააჩნია."- ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:
"მაკრონისთვის სიტყვიერი შემოლაწუნება, ტრამპის მხრიდან უბრალო წამოცდენა კი არ არის, არამედ კარგად გათვლილი სვლაა, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის.
მსოფლიო ლიდერობისთვის ტრამპს აუცილებლად სჭირდება თანამოაზრე (დამჯერე!) ევროპა, მაშინ როდესაც დღევანდელი ევროპული პოლიტიკური ელიტა, ძირითადად, ტრამპის მსოფლმხედველობრივი მტერია (დაუძინებელი!).
მაკრონის მთელი მსოფლიოს თვალწინ ამგვარად დამცირება სწორედ თანამედროვე ევროპის პოლიტიკური ველის გადაფორმატირების დაწყებას ნიშნავს - ევროკავშირის წევრთა ნაწილი "ტრამპის გზას" ნებით აირჩევს, დანარჩენებს კი ხშირ-ხშირად მოუწევთ მსგავსი ღირსების შემლახავი ალიყურების შერგება, რაც მათ პოლიტიკურ წონას ძალიან შეამსუბუქებს.
სულ უფრო ცხადი ხდება ისიც, რომ ისეთი ნატო, როგორიც ბევრის და მათ შორის ქართველების წარმოდგენაში არსებობდა როგორც უსაფრთხოების გარანტი, სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია, რომელსაც არამცთუ სხვისი, არამედ საკუთარი წევრების დახმარების უნარიც არ გააჩნია.
დონალდ ტრამპი - „ვურეკავ საფრანგეთს, მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა და ვეუბნები: „ემანუელ, ძალიან გვინდა დახმარება სპარსეთის ყურეში, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდებს ვამყარებთ, ცუდ ხალხს ვანეიტრალებთ და ბალისტიკური რაკეტებს ვანადგურებთ. ძალიან გვინდა თქვენი დახმარება, შეგიძლიათ, გემები დაუყოვნებლივ გამოაგზავნოთ?“
დონალდ ტრამპის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა მას ასე უპასუხა:
„არა, არა, არა, ამას ვერ გავაკეთებთ. ამის გაკეთება ომის დასრულების შემდეგ შეგვიძლია. მე კი ვუთხარი, ომის დასრულების შემდეგ არ მჭირდება, ემანუელ“.- წერს ვასილ მაღლაფერიძე.







