"ვინც დაიჯერებს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო მორყეული, მას იმის დაჯერებაც მოუწევს, რომ დამხობის" ორგანიზატორებმა ამის შესახებ იცოდნენ და ადამიანები განზრახ წაიყვანეს ორბელიანზე!"- ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ვინც დაიჯერებს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო მორყეული, მას იმის დაჯერებაც მოუწევს, რომ დამხობის" ორგანიზატორებმა ამის შესახებ იცოდნენ და ადამიანები განზრახ წაიყვანეს ორბელიანზე!

ასეთ შემთხვევაში, დღესავით ნათელია, ამგვარ საქციელს რაც დაერქმეოდა! აქედან ცხრა წელი გემუქრებოდეს და იქიდან ეს სახელი ნამეტანი მძიმეა. ასეთ ვერსიას დამხობის ორგანიზატორთა გულშემატკივარი ნამდვილად არ შეთხზავდა და ააგორებდა!

როგორც ჩანს, ამ ჩაფლავებული დამხობის ჩრდილოვანი დირიჟორი შიშობს, მოღალატის ძებნა-ძებნაში მე არ გამომთხარონო და ამიტომ "მორყეული ღობის" თემის აგორება დაუკვეთა, რათა ამ საქმიდან თავად სუფთად გამოძვრეს, ხოლო დამხობის ჩაფლავება და ღალატი კი მთლიანად თვითგამოცხადებულ ორგანიზატორებს შეეტენოთ!

ხოლო ის ავადსახსენებელი ჩრდილოვანი დირიჟორი რომ ნამდვილად არსებობს, ვის იმედადაც ამ ბედდამწვარმა ორგანიზატორებმა ეს ავანტურა წამოიწყეს, ამას ხომ წყალი არ გაუვა!"- წერს ვასილ მაღლაფერიძე.