ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა ახალციხის მერობის კანდიდატად წარდგენა.
ახალციხე ჩემი სახლია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ეს შალვა ახალციხელის სამშობლო და საქართველოს მეციხოვნე ქალაქია. მდიდარი ისტორიით და მშვიდობიანი აწმყოთი. - წერს ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში.
"
ქალაქი, რომელიც მუდამ ჩემთანაა, ჩემს გულში და ჩემს ფიქრებშია, სადაც არ უნდა ვიყო. ეს სიყვარული მარადიულია. ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის!
მადლობა "ქართული ოცნების" გუნდს, პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.
მშვიდობა საქართველოს!
მეტი განვითარება ახალციხეს!" - წერს წუკლაური "ფეისბუკში"
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" ახალციხის მერობის კანდიდატად ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური წარადგინა