„ქართული ოცნების“ მიერ  “ნაციონალებზე“ მიმართული წინა პერიოდის აგრესია, ახლა დაკონცენტრირდა გახარიას გუნდზე და „ლელოზე“,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„გახარია და „ლელო“ რაღაცნაირად ჰგვანან ერთმანეთს და „ქართული ოცნების“ მიერ  “ნაციონალებზე“ მიმართული წინა პერიოდის აგრესია, ახლა დაკონცენტრირდა გახარიას გუნდზე და „ლელოზე“. ამ შემთხვევაში, ბევრად უფრო კომფორტული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა გახარია და „ლელო“, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ტრადიციული ლანძღვა გინების კამპანია",- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.