საქართველოს მიერ C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა ინერგება. შესაბამისი ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა ხუთი წლის მოქმედების ვადით გაიცემა და საქართველოში ყოფნის ერთი წლის ვადით.
პროექტით კონკრეტდება, რომ C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მიმავალ პირზე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტურუსტული მიზნით შედის და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ თუ ის უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას.
ცვლილებების მიხედვით, ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაცემა პირის მეუღლისა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.








