დღეს წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის, ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობის მიმართ ნათელია, შეწყვიტეთ საკუთარი ხალხის დაზარალება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს სვლა ევროკავშირისკენ. მშვიდობიან პროტესტებს პოლიცია ძალადობით შეხვდა. დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის. ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობის მიმართ ნათელია: შეწყვიტეთ საკუთარი ხალხის დაზარალება“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
The Georgian people have been protesting against the government’s choice to halt the EU path.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 20, 2024
Peaceful protests, met with police violence.
Today we propose visa restrictions for Georgian diplomats.
Our message to the leadership is clear:
Stop harming your own people.