წილოსანი: ჩემთვის კომიტეტის თავმჯდომარეობა არა დაწინაურება, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა

1574756490
ჩემთვის კომიტეტის თავმჯდომარეობა არა დაწინაურება, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილისანმა ჟურნალისტების კითხვას - დაგიფასათ ბიძინა ივანიშვილმა პროპორციულზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების თანამონაწილეობა და ამიტომ წარგადგინეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომრეს.
"ვინც თვლის, რომ ეს დაწინაურებაა, მათთვის ნებისმიერი თანამდებობა არის მნიშვნელოვანი და ამისთვის იბრძვიან. ჩემთვის დაწინაურება არ არის ეს, ეს ჩემთვის არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდები", - განაცხადა ნინო წილოსანმა.