ძალიან აქტიური წინასაარჩევნო პერიოდი გვქონდა. მინდა ვთქვა, რომ უჩვეულოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა წინასაარჩევნო პროცესებმა, - აღნიშნა „დღის ქრონიკაში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
„მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა არაერთი მცდელობა, რომ წინასაარჩევნო გარემოს დისკრედიტაცია მოეხდინა, ყველა რეპუტაციული სადამკვირევბლო ორგანიზაციის შუალედური დასკვნა აჩვენებს, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ძალიან მშვიდ გარემოში ტარდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ ერთხელ განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.