ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2030 წლისთვის ჩვენ, რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, იმაზე წინ ვიქნებით, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნები. 2030 წელზე უფრო ადრე რომ ამბიციას არ გამოხატავს, უამბიციობის დადასტურებაა, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ვფიქრობ, ის, რომ კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში წავიდა, ეს უკვე ძალიან კარგი და დასაფასებელია. ისიც კარგია, რომ ბრიუსელის კონფერენციაზე ისე არ იქცეოდა, როგორც თბილისში ბოლო ორი წლის განმავლობაში. მან, ასევე, მოისმინა, რაც უთხრეს და ის მაინც გაიგო, რომ დღეს ანტიევროპული განცხადებების მოცემულობა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2030 წლისთვის ჩვენ იმაზე წინ ვიქნებით რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნები. ეს არასწორი პოლიტიკური კომუნიკაცია და არასწორი გზავნილია. 2030 წელზე უფრო ადრე რომ ამბიციას არ გამოხატავს, ესეც შეცდომაა. უამბიციობის დადასტურებაა. ამ ორმა წელმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ის, რაზეც 2022 წლის იანვარში ვერც კი ვიოცნებებდით, ერთ თვეში რეალობა გახდა, ანუ ხელისუფლებამ ხალხის სურვილით კანდიდატობის სტატუსის მოთხოვნაზე განაცხადი შეიტანა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.