ორი დღე არ დაიტოვებით ისეთი გაოგნებული კომენტარები მხვდება კეზერაშვილზე თითქოს არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, არც ის გაგიგიათ 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე უცებ მილიონერად რომ გავიდა პოლიტ არენიდან მის ბოლო ინტერვიუს მაინც უსმინეთ თავად ჰყვება ყველაფერს! - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს. 

სულ ყველაფერს, უბრალოდ ცოტა უნდა მოინდომოთ რომ გაიგოთ აი აღფრთოვანებულ ოცნების მომხრეებს კი როგორ არ გიტყდებათ რომ BBC დასჭირდა იმას რაც თქვენმა სათაყვანო პროკურატურა-სასამართლომ ვერ შეძლო? და არასოდეს რომ არ გაქვთ კითხვები როგორ ხდება ასეთი ამბები შესაძლებელი - წერს თინა ხიდაშელი. 

ცნობისთვის, BBC აქვეყნებს გამოძიებას ევროპელი პენსიონერების გაძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დავით კეზერაშვილია დასახელებული

ეთერში გასული გამოძიების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელმა დავით კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: დავით კეზერაშვილი: არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან