საქართველოს შიდა პოლიტიკური ამბები არაფერ კავშირში არ არის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებასა და ქვეყნების ჩამონათვალთან" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებას საემიგრაციო ვიზების შეჩერებასთან დაკავშირებით.
"რატომ დგამთ ტრაგედიას იქ სადაც არ არის? ეს "დრამაქვინობა" რატომ და როდის გახდა მოდური? სანერვიულო და ტრაგიკული ცოტა ხდება რომ არ გამოვიგონოთ?
არა - საქართველოს შიდა პოლიტიკური ამბები არაფერ კავშირში არ არის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებასა და ქვეყნების ჩამონათვალთან.
არა - ეს არ ნიშნავს რომ დასრულდა საქართველოში ამერიკის ვიზების გაცემა. ვინაიდან მხოლოდ ემიგრაციისთვის რომ მიმართავენ იმ ხალხს ეხება ახალი წესები.
არა - უკვე გაცემული ვიზის მფლობელებზე არ აისახება ეს გადაწყვეტილება. არა - დაფინანსებამოპოვებულ სტუდენტებს არ შეეხება ეს გადაწყვეტილება. - საქართველო კი არა ნატოს წევრი ქვეყნები არიან ჩამონათვალში / ალბანეთი, მონტენეგრო..." - წერს თინა ხიდაშელი.








