„მინდა იცოდნენ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომ კი არ შეგვეშინდება მსგავსი მოქმედებების გამო, არამედ პირიქით, ეს კიდევ უფრო გაგვაბრაზებს და რაც მთავარია კიდევ უფრო გაგვაერთიანებს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში.“- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ჩხრეკასთან დაკავშირებით.
"ფიზიოლოგიური ხსნარები, მედიკამენტები, რომლებსაც მე, სოფო და ექიმების დიდი გუნდი ორი ღამის განმავლობაში ვიყენებდით იმისთვის, რომ დავხმარებოდით ასობით ახალგაზრდას, რომლებსაც წამლავენ უკვე მერამდენე ღამეა. იგივე რუსული „ომონის“ დაჯგუფების წევრები, რომლებიც ახლა აქ არიან უზრდელობენ, ფიზიკურად ძალადობენ მათ შორის ქალებზე და ესეც არ გვიკვირს, რადგან არაერთი დაკავებულიც და ნაცემიც არის ქალი და ვიცით, რომ ამასაც არ ერიდება რუსული „ომონის“ კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მონური მორჩილებით ემსახურება ივანიშვილს. ამ წუთებში გამოაქვთ ფიზიოლოგიური ხსნარები, მანამდე გაიტანეს ნიღბები, ჩაფხუტები იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაზიანდნენ, ჩვენ ვერ გავუწიოთ დახმარება. ორ საათნახევრიანი ჩხრეკა ჩატარდა იმისთვის, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ ვერ თავის დაცვა და ვერც ჩვენ შევძლოთ დახმარება. გუშინ გაიტაცეს ჩვენი მედპუნქტის კარავი, სადაც ადამიანებს ვეხმარებოდით.
საქართველოს და ევროკავშირის დროშებიც წაიღეს და დამიჯერეთ, დავიბრუნებთ საქართველოს დროშასაც, მის სიამაყესაც, ევროკავშირის დროშასაც და ევროპულ მომავალსაც. ისე ჩაატარეს მთელი ჩხრეკა, რომ განჩინება ახლაც კი არ გვაჩვენეს და მინდა იცოდნენ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომ კი არ შეგვეშინდება მსგავსი მოქმედებების გამო, არამედ პირიქით, ეს კიდევ უფრო გაგვაბრაზებს და რაც მთავარია კიდევ უფრო გაგვაერთიანებს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
შეგახსენებთ, რომ „ენმ“-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა და ოფისიდან წაიღეს ფიზიოლოგიური ხსნარები, ნიღბები, ჩაფხუტები, საქართველოს და ევროკავშირის დროშები;