იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ  განაცხადა.

„ივანიშვილის პარტიას კატასტროფულად ეშინია თავისუფლებაზე მყოფი პრეზიდენტი სააკაშვილის. სწორედ ამიტომ იმყოფება ის პოლიტიკურ ტყვეობაში, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული და ევროპული ინტერესებისთვის, რომ ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტპატიმარი, პოლიტიკური ტყვე პრეზიდენტი სააკაშვილის სახით, რომ ის იყოს გათავისუფლებული და ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.