თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია – დაუშვებელია მონაწილეობის მიღება არჩევნებში, სადაც შედეგი წინსწრებითაა დაწერილი." - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
"ასეთი „არჩევნები“ ტარდება რუსეთშიც, საპრეზიდენტო, ადგილობრივი თუ საპარლამენტო. ამიტომ ტერმინი „არჩევნებიც“ გაუმართლებელია იქ, სადაც რუსული რეჟიმი გეგმავს მორიგ სპეცოპერაციას ქართული ხალხის წინააღმდეგ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, 31 მარტის აქციის შემდეგ, სადაც არსებობდა ძალიან მაღალი მოლოდინი მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული განაცხადის შესახებ, რამაც, ჩემი აზრით, ხალხში საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ, მხოლოდ საკითხების აუცილებლობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სიტუაციურად დაგვეტოვებინა, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუმცაღა ვხედავთ, რომ ამ დრომდე ასეთი აუცილებლობა არ დამდგარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით საგარეო ფლანგზე და იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება საქართველოს დემოკრატიული ძალების პოზიციონირებას ქართველი ხალხის სახელით, საგარეო მიმართულებით და საგარეო ფრონტზე საქართველოს საერთაშორისო მეგობრებთან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.