განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საგანი "მე და საზოგაოდების" სწავლების დაწყება 2017-2018 აკადემიური წლიდან იგეგმება.
სანიკიძის თქმით, აღნიშნული საგნის პედაგოგებს, საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისათვის მეთოდური თვალსაზრისით დახმარება დასჭირდებათ.
"პრემიერმა რისკებში იგულისხმება, რომ მოესწროს ყველა ეტაპის განხორციელება, მათ შორის სახელმღძვანელოს შედგენა, მასწავლებლის მომზადება, რადგან მასწავლებელს ამ შემთხვევაში მოუწევს გარკვეული მიდგომის შეცვლა. თუ ვთქვათ ეს საკითხები დღეს გვქონდა რამდენიმე საგანში და დაშლილი სახით წარმოდგენილი, მაგალითად ბუნების მეტყველებაში, სახვით ხელოვნებაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მასწავლებელს სხვანაირად მოუწევს პროცესის წარმართვა. მას მეთოდური თვალსაზრისით დახმარება დასჭირდება და კარგი გზამკვლევის შემუშავება, რომელიც მისთვის იქნება სახელმძღვანელო უკვე საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისას", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე "მე და საზოგადოებასთან" დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. პრემიერი მომხრეა, რომ სკოლებში საგანი "მე და საზოგადოება" ისწავლებოდეს.
"რისკები ყველაფერში არსებობს და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული, პედაგოგების მომზადებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ ის, რომ ასეთი რისკები შეიძლება არსებობდეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა არაა საჭირო. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ყველანი ვთანხმდებით და ამ შეხვედრაზე, რომელიც მე ვახსენე, ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.