შენ რომ შენს საკუთარ ქვეყანაში სალობიეში ვერ შეხვალ"-ამის შესახებ "კანონი და სამართალის" წევრმა თაკო ჩარკვიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"აი ასეთ ნაძრახ სიცოცხლეს, მხოლოდ პრეზიდენტები თანმხდებიან. შენ რომ შენს საკუთარ ქვეყანაში სალობიეში ვერ შეხვალ და ახლაგაზრდები მოვლენ და მოგაკავენ ობიექტური პროტესტით, მწნილს მოგიტანენ ვერ გამოდიხარ, ასეთი ნაძრახი სიცოცხლე რად გინდა?! ",-ამბობს თაკო ჩარკვიანი. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სალობიე „ბია“ აქციის მონაწილეების პროტესტისა და შეძახილების ფონზე დატოვა. მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ სიტყვას: „მონა“. აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილთან შეკითხვები ჰქონდათ, თუმცა პრეზიდენტმა სალობიე უკომენტაროდ დატოვა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს ტერიტორიის დატოვება პოლიციის და დაცვის კორდონის გავლით მოუწია.