პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც 2003-2012 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიოს, ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ერთხელ აფასებენ.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, გარდა იმისა, რომ ამ პარლამენტ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი აგვისტოს ომში რუსეთის ბრალეულობის გაქრობა და ომში სამშობლოს დადანაშაულების მცდელობაა.
"საგამოძიებო კომისიის მთავარი ამოცანა არის, აგვისტოს ომში რუსეთის ბრალის გაქრობა, საკუთარი სამშობლოს დადანაშაულება და, ამ გზით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. სხვა აზრი ამ კომისიას არ აქვს. აქ არ არის მხოლოდ პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა. ამ საგამოძიებო კომისიის ყველაზე დიდი პრობლემა აგვისტოს ომის გამოძიებაა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
დღეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია რამდენიმე ადამიანის მოსმენას გეგმავს.