პარლამენტში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოხსენებით გამოსვლის პარალელურად, სხდომათა დარბაზის წინ, დეპუტატებს შორის ხანგრძლივი ხელჩართული ჩხუბი და სიტყვიერი დაპირისპირება მიმდინარეობს.
ერთმანეთს ოპოზიცია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას შემდეგ დაუპირისპირდენენ, რაც რაც ოპოზიციონერი დეპუტატები "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებთან საუბრის მომენტში მიუხალოვდნენ და უთხრეს, რომ რუსეთის ჯაშუშია.
ამის შემდეგ ვითარება დაიძაბა, რომლის განმუხტვაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს.
ირაკლი კობახიძემ ტელევიზიების ჟურნალისტებს მოუწოდა, გაემიჯნონ ოპოზიციის მიერ ინსპირირებულ პროცესს, რომლის მიზანია "საქართველოს უკრაინიზაცია".