"ქალბატონი თამარის კითხვები იყო პრაქტიკულად, რასაც ახლა აქ ვუყურებ, აბსოლუტურად ყველა მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი, ისეთი როგორიც არის მაგალითად, შენ რა იცი, არაფერი არ იცი, ვერასოდეს ვერ ისწავლი და ასე შემდეგ, მაგრამ, ეს ასე უნდა იყოს ქალბატონო თამარ..." - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე "კანონი და სამართლის"ლიდერის, თაკო ჩრკვიანის გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ განაცხადა.

" მე გარეთაც გარეთაც უთხარი მედიას და რა კი აქ ვარ თქვენს გეტყვით, რომ სანამ აგიშვებენ სახლიდან დამაწყნარებლებია საჭირო დილაობით, იმიტომ რომ ეს აღვირახსნილი არაადეკვატურობა, რომელიც მოედინება ქალიდან, ეს არის დისკრედიტაცია პოლიტიკაში ქალის ინსტიტუტის. ეს არის ის, რაც ბატონმა სოზარ კარგად იცის და ჩემმა ბევრმა სხვა ყოფნა თუ ამჟამინდელმა თანამებრძოლმა, რომლისთვისაც მე მუდმივად ვიბრძოდი და მომავალშიც მინდა რომ ვიმუშაო. ძალიან მეამაყება რომ მე მხვდა ის პატივი წილად რომ ქალთა უფლებების და ქალის წინააღმდეგ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციას მოვაწერე ხელი 2014 წელს და მგონია რომ ქალთა გაძლიერებისთვის ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ ქალბატონი სახელად თამარ ჩარკვიანი არის ამ ყველაფრის დისკრედიტაცია. შესაბამისად მე მჯერა რომ არის არჩევნები რომელსაც მოუთმენლად ელოდება ბატონი არმაზი მართლაც განაჩენი იქნება ასეთი ფსევდო პოლიტიკოსებისთვის.

მორიგ შეურაცხყოფაში იყო, რომ თქვენ ხართ უკულტუროო, მე მითხრა ქალბატონმა თამარმა ,60 წლის ქალმა რომელიც მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ საღეჭ რეზინას ახლაჭუნებს 24 საათი და ვერ დაელაპარაკები, იმიტომ რომ თავში რაღაც არ მოგხვდეს, ინტრიგანი, ჩვეულებრივად ცარიელი თავთავივით აქიცინებს თავს.

მე არ მინდა შევჩერდი თქვენ შეკითხვებზე ქალბატონი თამარ, იმიტომ რომ ეს იყო კასკადი შეურაცხყოფის. შემდეგ გადასწვდა ქალბატონი რიმას, რომელსაც მინდა პატივისცემა დაუდასტურო და უსაყვედურა, რატომ აქებ წულუკიანს და შეურაცხყოფაზეც გადავიდა, მიდი რიმა შეაქე წულუკიანი, ან ეს რანაირი მიმართვა ან ეს რანაირი კულტურაა. ქალი, რომელიც წეღან თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე ძალიან არ მიყვარს ხოლმე ქალების შეურაცხყოფა და მირჩევნია, რომ კაცს ეჩხუბო და ქალს არ მივაყენო შეურაცხყოფა, იმიტომ რომ მგონია რომ ამით ჩემ თავს ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ როდესაც ეს ვითომ ღირებულებებისთვის მებრძოლი ქალი, თავის დროზე დღენიადაგ ეფერები მიშა სააკაშვილს, თან ნებართვა არ მოგცა არცერთმა სხვა ქალმა რომ ეს აკეთო,  ასე უნებართვიოდ ამას ჩადიხარ და კიდევ ქალბატონი რიმაა დამნაშავე იმაში,  რომ თურმე მან კომპლიმენტი უთხრა მინისტრს.

ეს ქალბატონი, მე ბევრი რამე შემიძლია ვთქვა მასზე, მათ შორის ვთქვათ, ისეთი რაღაცები რისი გამოვაჭრების უნარიც აქვს ხოლმე სხვადასხვა ხელისუფლებებისგან, უბრალოდ ჩემგან ვერაფერი ვერ გამოივაჭრა და არის ნაწყენი მდგომარეობაში და ვიხილეთ არაადეკვატური, რომელსაც ნამდვილად სჭირდება რაღაცა დამშვიდების პროცედურები" - განაცხადა თეა წულუკიანმა.