როდესაც არჩევანი გაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი ერის სიცოცხლე არის ყველაზე მაღალი ეროვნული ინტერესი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის თქმით, ამის დაცვა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ყველაზე მწარე, ყველაზე მძიმე, ყველაზე დიდი დარტყმები მიიღო და არ გატყდა.
„ჩვენ რომ დავთანხმებოდით იმას, რაც იყო მათი გეგმა, გაგვეხსნა ფრონტი და რუსეთი გვეიძულებინა მათი გაგებით, რომ თავისი შეიარაღებული რესურსი საქართველოზეც დაეხარჯა და ბალტიისპირეთი არ ყოფილიყო შემდგომი, როგორც მათ ეშინიათ მსხვერპლი, ამისთვის ჩვენ დაგვაჯილდოებდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ ობიექტურად უკრაინასა და მოლდოვაზე ყველა კრიტერიუმით წინ ვართ და ჩვენ ვიქნებოდით მათი, ასე ვთქვათ, სანაქებო თოჯინა, მაგრამ როდესაც არჩევანი გაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი ერის სიცოცხლე არის ყველაზე მაღალი ეროვნული ინტერესი. ჩვენ ამის დაცვა გადავწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ყველაზე მწარე, ყველაზე მძიმე, ყველაზე დიდი დარტყმები მიიღო, არ გატყდა და არ გაცვალა, როგორც მავანმა სცადა, რომ ეიძულებინა სხვადასხვა ბერკეტით, საკუთარი ინტერესი უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ერის ინტერესი, მან ეს არ გააკეთა. ჩვენ ეს არ გვიკვირს, მაგრამ მათ ალბათ გაუკვირდათ. ყოველ შემთხვევაში, მძიმე დღეში ჩააგდეს მთელი ოჯახი და ეს თქვენ ნახეთ, მაგრამ მათ ამას გაუძლეს და ჩვენც, ხელისუფლებამ გავამყარეთ ეს პოზიციები, შევძელით ის, რომ არ აღმოვჩნდით ბრიუსელის სანაქებო, რომ რა კარგები ხართ, ჩვენს ნაცვლად იბრძვით.
მე არ მეგულება საქართველოში ერთი ქართველი მაინც, ვისაც მოეწონება ბრიუსელმა შეაქოს იმის გამო, რომ ქართველი ბიჭები იღუპებიან, ვინაიდან ბრიუსელის ნაცვლად იბრძვის. ჩვენ ამდენი სისხლი უბრალოდ აღარ გვაქვს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.








