ირაკლი ღარიბაშვილი სალანძღავი სიტყვა ვერ იქნება - მან მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, - ასე უპასუხა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში გოტა ჭანტურიას რეპლიკას "ხომ არ გაგვახსენებთ, სად არის ირაკლი ღარიბაშვილი".
„ირაკლი ღარიბაშვილი სალანძღავი სიტყვა ვერ იქნება, იმიტომ რომ მან მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. მან რომ კარგი გააკეთა, ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც ჰქონდა დაშავებული იქ კანონი არ ასხვავებს. ეს არის სწორედ წინა ხელისუფლებისგან განსხვავება", - თქვა თეა წულუკიანმა.










