გიორგი თარგამაძემ უღალატა "იმედს" და ბადრი პატარკაციშვილს - ზურგში დანის ჩაცემით, ეს არის ფაქტი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი,თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმაურება, სადაც აღნიშნავს: „გიორგი თარგამაძემ საბოლოოდ გამოიყვანა არხი პატარკაციშვილის დაქვემდებარებიდან. იმედის ბევრმა ჟურნალისტმა, სხვაგან გააგრძელა საქმიანობა, ძალიან ღირსეულად უჭირავს თავი. გიორგი თარგამაძე დღეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჟურნალისტია“.

„მთავარი რეჟისორი უბრალოდ ადასტურებს, რომ მსახიობი თარგამაძე შესაბამის ბინძურ სპექტაკლში ათამაშა. ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა არაერთი პირის გამოკითხვის შედეგად: გიორგი თარგამაძემ უღალატა "იმედს" და ბადრი პატარკაციშვილს - ზურგში დანის ჩაცემით. ეს არის ფაქტი“, - წერს თეა წულუკიანი.