კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ჟურნალისტი გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ძალიან მეწყინა გიორგი კობერიძის გარდაცვალება. ვიზიარებ ოჯახის დიდ მწუხარებას! მან თავი პროფესიონალიზმით, ზომიერებითა და ზრდილობით დაგვამახსოვრა. ვგულშემატკივრობდი სენთან ბრძოლაში და, როგორც ყველას, იმედი მქონდა, რომ მალე დაბრუნდებოდა ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებზე თავისი კითხვებით. განისვენე მშვიდად!"