კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს რომ, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ის საქართველოში აკრედიტებული ერთ-ერთი სახელმწიფოს ელჩმა დაიბარა და საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ჯგუფის დაფინანსება მოსთხოვა. სია კი წინასწარ ჰქონდა მზად.
ყოფილ მინისტრს, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო გამსვლელ სიაშია, არ დაუკონკრეტებია, რომელი უცხო ქვეყნის ელჩი ითხოვდა მოქალაქეთა ჯგუფის დაფინანსებას სახელმწიფოსგან.
თეა წულუკიანი: როდესაც ახალი დანიშნული გახლდით, ეს შეხვედრა სულ მახსენდება და დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, და ეს ის პერიოდია, მარტი, 2021 წლის აპრილის თვეა, როდესაც საქართველოზე ჯერ კიდევ არ არის დაწყებული ის გაუგონარი დარტყმები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან.
ამ დროს მე მიბარებს ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩი, თავისთან რეზიდენციაში, აქვე აღვნიშნავ, ეს არ იყო საფრანგეთის ელჩი, შეიძლება ვინმე ჩემი ფრანგული წარსულიდან გამომდინარე ეგონოს, რომ ეს საფრანგეთი ელჩი გახლდათ, ეს ასე არ იყო და მეც როგორც ბიძია თომა მივეახლე და...
გისმენთ, რატომ მიბარებთ ბატონო? მან მითხრა, კარგია რომ დაინიშნეთ, გილოცავთ რომ დაინიშნეთო, მაგრამ, მაქვს პრობლემა თქვენთანო...
გადაცემის წამყვანი: - პიროვნული პრობლემა?
თეა წულუკიანი: დიახ. გისმენთ ბატონო, რა პრობლემა გაქვთ? (არის რაღაცები, რასაც ადამიანი გონებაში იმახსოვრებ, სმენით იმახსოვრებ, რომ სულ ჩაგესმის) ის რაც მე თვალებში დამრჩა, არასდროს დამავიწყდება. მან გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი, რომელიც გადაშალა და მითხრა, მე მაგალითად არ მინდა, არ მომწონს და მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ... ეს იყო პატარა სია. ვისაც კი თქვენ ხედავთ და ყველა ვინც ყვირის და იყო უკმაყოფილო წულუკიანის მმართველობით და დღეს უფრო ფართო მასშტაბები შეიძინეს და არის უკმაყოფილო ქართული ოცნებით, ყველა იყო ამ სიაში.
ეს იყო პატარა ჯგუფი ადამიანების, მყვირალა ხალხი, რომლებიც მიჩვეული იყო წლების მანძილზე, ხელისუფლებები მიდიოდნენ, პარტიები მიდიოდნენ მოდიოდნენ,(დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან პერიოდს ვგულისხმობ) მინისტრები იცვლებოდნენ, ქალები, კაცები, ასეთები ისეთები, მოსაწონი ყველასთვის და მოუწონარი ზოგისთვის, მაგრამ, ისინი კვლავ იყვნენ მუდმივად იქ სადაც იყვნენ და მუდმივად ფინანსდებოდნენ.
გადაცემის წამყვანი: - რით ხსნი ამას?
თეა წულუკიანი: ეს არის ის, რაც შეიცვალა. მე მაშინ ძალიან უსიამოვნო საუბარი მქონდა კონკრეტულ ელჩთან, რა თქმა უნდა იმ ეტიკეტის ფარგლებში, რაც სხვა ქვეყნის დიპლომატს ეკუთვნის და ავუხსენი რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება. იმიტომ რომ ქართული კულტურა მარტო ეს 5-6 ადამიანი არ არის. რთული კულტურაა, გაცილებით უფრო ფართო.
და როდესაც მე ვუთხარი, თქვენს სიაში ერთი ადამიანი არ არის, რომელიც ქართულ მრავალხმიანობას წარმოადგენს, ესე იგი თქვენ რას მეუბნებით, ქართული მრავალხმიანობა არ არის ქართული კულტურის ნაწილი? და ა.შ. მაშინ გაკადნიერდა და მითხრა ასეთი რამ - თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ საქართველოს რეგიონებზე და მინდა იცოდეთ რომ საქართველო მხოლოდ სოფელი არ არის. აქ საუბარი კიდევ უფრო დაიძაბა. რეალურად მე წავიყვანე საუბარი ბოლოსკენ და ავუხსენი, რომ საქართველო არის სოფელიც, ჩვენი ლამაზი დედაქალაქი, სოფელიც და ეს სამინისტრო არის ყველასთვის.
ამით ვცდილობ აგიხსნათ თუ საიდან დავიწყეთ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა ყოფილიყო მძევალი კონკრეტული ერთი ჯგუფის
გადაცემის წამყვანის - რა გამოდის, დარგობრივ სირთულეებთან ერთად, პოლიტიკური სირთულეებიც გქონდათ?
თეა წულუკიანი: პოლიტიკური სირთულე იყო მრავლად. ის რაც მე გიამბეთ და საჯაროდ პირველად ვყვები ამ ამბავს, არის დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა.
საქართველოს რომელიმე ელჩმა, რომელიმე ქვეყანაში იგივე რომ გაბედოს, მას პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ და მიაბრძანებენ იქ, საიდანაც ჩამობრძანდა და ეს იქნება სწორი. ვინაიდან ამას ითვალისწინებს ვენის კონვენცია. სადაც დიპლომატებს უწერიათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ქცევის წესები, რადგანაც ამ შემთხვევაში იყო დარღვეული.