ბიძინა ივანიშვილის ისტორიული წვლილი სწორედ ამაშია - მან ძალიან დიდ ძალებს არ მისცა საშუალება, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები გამოდიან და შეშფოთებას გამოთქვამენ, ვაითუ დასრულდა ომი უკრაინაში, „რა გვეშველება ჩვენ“.

„ჩვენ ვხედავთ უკვე ხილულად იმას და ალბათ ეს წელიც სრულდება ამით ცუდად გამორჩეულად, რომ თუკი მანამდე ხანდახან გამოსჭვიოდა, ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ ასე ხილული არ იყო, ახლა ხილულია, ბოლო დღეებში დააკვირდით, ევროპელი პოლიტიკოსები გამოდიან და შეშფოთებას გამოთქვამენ, ვაითუ დასრულდა ომი უკრაინაში, „რა გვეშველება ჩვენ“.

ზუსტად ოთხი წლის წინ, როდესაც მე გახლდით ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში მივლინებით მინისტრის რანგში, ეს იყო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყანა, უნგრეთი არ იყო, იქაურმა ჩემმა კოლეგამ მითხრა უშუალო საუბრისას, თქვენთან რომ მავანი ითხოვს მეორე ფრონტის გახსნას, ეს არ გეგონოთ, რომ ვინმეს თქვენ სძულხართ, უბრალოდ თუ სადღაც არ გაჩნდა მეორე ფრონტი, მაშინ რუსეთი უკრაინის შემდეგ მიადგება ბალტიისპირეთს და ბალტიისპირეთის შემდეგ მოგვადგება ჩვენ.

შესაბამისად, ჩვენ როდესაც არ მივეცით [საშუალება] და ამაშია სწორედ ისტორიული წვლილი ბიძინა ივანიშვილის, მან არ მისცა საშუალება იმისა, რომ საქართველოში დიდ ძალებს, ძალიან დიდ ძალებს არ მისცა ამის საშუალება, რომ საქართველოში გახსნილიყო ეს ფრონტი. ახლა უფრო უარესი ვითარებაა მათთვის, ვისაც უნდოდა აქ მეორე ფრონტის გახსნა, იმ ქვეყნებისთვის, ვინც ძალიან ბევრს ყვიროდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა როგორ შეირცხვინეს საქართველოსთან თავი. უკრაინაშიც ხედავენ, რომ შესაძლოა ტრამპმა ომი დაასრულოს და მათ ძალიან არ სიამოვნებთ ეს იმიტომ, რომ ამბობენ, მაშინ ჩვენ ვიქნებით შემდეგი სამიზნე. ეს უკვე ადასტურებს ღიად იმას, რომ საქართველო ასეთი ტიპის ევროკავშირელებს უნდოდათ გარე ბრძოლის ველად.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იანვარში ჩვენ მივატოვეთ და წამოვედით საქართველოსთვის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი მათი პოზიციების გამო და იქ გამოვიდა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც თქვა - ჩვენ თავის დროზე მადლიერები ვიყავით, როდესაც რუსეთის ჯარმა გაგვათავისუფლა ფაშიზმისგან (პირველად მეძლევა შესაძლებლობა მას ჩავუსწორო, რომ რუსეთის ჯარმა არ გაათავისუფლა, საბჭოთა ჯარმა გაათავისუფლა, სადაც ჩვენი ბაბუებიც იბრძოდნენ, ანუ ქართველებმა მაშინაც მივიღეთ მონაწილეობა ევროპის გადარჩენაში) და დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, რომ ჩვენ რუსის გვეშინია - მაშინ გვეიმედებოდა, ახლა გვეშინია და მადლობა უკრაინას, რომელიც ჩვენს მაგივრად იბრძვისო. ეს რას ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ იმედი, რომ საქართველო იბრძოლებდა ასევე მათ მაგივრად, მათ მაგივრად დაღვრიდნენ სისხლს და თავად მოცემული პატარა ქვეყნის წარმომადგენელი მშვიდად, კაპუჩინოს დალევდა რომის რომელიღაც კაფეში. ჰოდა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა იცოდა თქმა - „ნურას უკაცრავად!“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.